გაჯეტები

ბლოგზე ნახავთ საინტერესო მასალებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ
Blogger Widgets Blogspot TutorialBlogger Widgets
Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

ისტ-მათემატიკის კათედრა

 

სსიპ ტახტისძირის საჯარო სკოლის

მათემატიკა-ისტის კათედრის 2021-2022 სასწავლო წლის

მუშაობის სამოქმედო გეგმა

(1 სემესტრი)

 

N

თარიღი

განსახილველი თემები

პასუხისმგებელი პირი

1

სექტემბერი

1.       კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;

2.       კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება;

3.       სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა;

4.       საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა/განხილვა;

5.       სასკოლო კურიკულუმებისა და თემატური მატრიცების შემუშავება

6.       მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება;

7.       სხვა მიმდინარე საკითხები.

 

კათედრის თავმჯდომარე
ნ.მინდიაშვილი

 

მდივანი

თ.ლომიძე

2

 

დეკემბერი

  1. ეროვნული და კერძო  ოლიმპიადებისათვის მოსწავლეების მომზადების საკითხის  განხილვა;
  2. I  სემესტრის  შედეგების  განხილვა;
  3. შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;

4.       სხვა მიმდინარე საკითხები.

 

 

კათედრის თავმჯდომარე
ნ.მინდიაშვილი

 

მდივანი

    თ.ლომიძე

(II სემესტრი)

 

N

თვე

განსახილველი თემები

პასუხისმგებელი პირი

1

 

ივნისი

1.       მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფარგლებში ჩატარებული გაკვეთილების ანალიზი;

2.       მეორე სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების  განხილვა;

3.       II სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;

4.       სხვა მიმდინარე საკითხები.

 

 

კათედრის თავმჯდომარე
ნ.მინდიაშვილი

 

მდივანი

თ.ლომიძე

 

 

კათედრის თავმჯდომარე :  ნ.მინდიაშვილი                   

 მდივანი   :    თ.ლომიძე                        



სსიპ ტახტისძირის  საჯარო სკოლის მათემატიკა-ისტის კათედრის სხდომის

ოქმი № 1

 

ს.ტახტისძირი                                                                                      6.09.2021 წ.

 

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების’’ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სხდომა ჩატარდა დისტანციურად - ონლაინ რეჟიმში.

 

სხდომის დაწყების დრო:  14:00 სთ

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კათედრის წევრები:

მარინე მურაჩაშვილი

თამარ ლომიძე

ნონა მინდიაშვილი

ნელი ბეჟანიშვილი

 

სხდომას ესწრებოდა ყველა პედაგოგი

 

სხდომა გახსნა უხუცესმა წევრმა მარინე მურაჩაშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

 

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

 

მომხრე: ყველა

მოწინააღმდეგე: 0

 

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

 

დღის წესრიგი:

1.       კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;

2.       კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება;

3.       სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა;

4.       საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა/განხილვა;

  1. სასკოლო კურიკულუმებისა და თემატური მატრიცების შემუშავება;

6.       მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება;

7.       სხვა მიმდინარე საკითხები.

 

 

საკითხი N1. კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა

მომხსენებელი: უხუცესი წევრი მ.მურაჩაშვილი

 

მოისმინეს:  ქალბატონმა  მ.მურაჩაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის მუშაობის პრინციპები და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით ხმათა უმრავლესობით.


შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს კათედრის თავმჯდომარე. ქ-ნ  მ.მურაჩაშვილმა დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები
. მათ შორის, კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება.  კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. სხდომების ჩატარება, კოვიდ-სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია დისტანციურად - ონლაინ რეჟიმშიც. მ.მურაჩაშვილმა მოუწოდა მასწავლებლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კათედრის მუშაობაში.

 

ჩატარებული სხდომების ოქმების წარმოებისათვის საჭიროა კათედრას ჰყავდეს მდივანი.

შესაბამისად, ქალბატონმა მ.მურაჩაშვილმა კათედრის წევრებს მოუწოდა წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები თავმჯდომარისა და მდივნის პოზიციაზე.

 

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს:     მათემატიკის  მასწავლებელმა ნ.ბეჟანიშვილმა და კათედრის  თავმჯდომარედ დაასახელა ნ.მინდიაშვილი, ხოლო მდივნად თ.ლომიძე. მან განაცხადა, რომ დასახელებულ კანდიდატებს გააჩინათ შესაბამისი პოზიციისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. მან ხაზი გაუსვა ასევე დასახელებული კანდიდატების  განათლებას, გამოცდილებასა და მათ კვალიფიციურობას.

 

მ.მურაჩაშვილმა კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.         

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: ყველა

მოწინააღმდეგე: 0

 

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ერთი სასწავლო წლის ვადით  ნ.მინდიაშვილი კათედრის თავმჯდომარედ  არჩეულ იქნას, ხოლო მდივნად   თ.ლომიძე.

 

სხდომას წარუძღვა ახლადარჩეული კათედრის თავმჯდომარე.

 

საკითხი  N2.  კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება

მომხსენებელი:  კათედრის თავმჯდომარე ნ.მინდიაშვილი

მოისმინეს:  კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავდეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან კათედრის წევრებს გააცნო  2021-2022 სასწავლო წლის კათედრის  სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია. ნ.ბეჟანიშვილმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმით მოცემულია იმ სავალდებულო სხდომების რაოდენობა და პერიოდულობა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ჩატარდეს. ნებისმიერ საკითხზე, რომლის განხილვაც კათედრის კომპეტენციაში შედის, კათედრა შეიძლება შეიკრიბოს დამატებით საჭიროებისამებრ.

აზრი გამოთქვა: თ.ლომიძემ  აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კათედრაში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა. ასევე, უზრუნველყოფს კათედრის თანმიმდევრულად და ორგანიზებულად ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანია, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დისტანციური სწავლების დროს კათედრის წევრებმა იმოქმედონ ერთმანეთთან კოორდინირებულად. გაუზიარონ ერთმანეთს გასული წლის გამოცდილება, სწავლების სტრატეგიები, დისტანციური სწავლებისას გამოსაყენებელი ონლაინ რესურსები და სხვა, რათა სასწავლო პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად.

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით.

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: ყველა

წინააღმდეგი: 0

 

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

დამტკიცდეს მათემატიკა-ისტის კათედრის 2021-2022 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.

 

საკითხი N3.   სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე ნ.მინდიაშვილი.

 

მოისმინეს:   ქალბატონმა ნ.მინდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა ფუნქციები.

სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლის დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი. შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის აქტიურად წარმართვა და პროექტების შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები. თუმცა, პროექტების განხორციელებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული არსებული გამოწვევები, რათა სრულად იყოს დაცული სკოლაში მყოფ პირთა უსაფრთხოება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რაც გაცემულია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ.

 

აზრი გამოთქვა:  მ.მურაჩაშვილმა  აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში  სკოლებს უწევთ დანერგონ დისტანციური სწავლების მეთოდი, რაც ჯერ კიდევ შეიძლება ჩაითვალოს გამოწვევად თითოეული მასწავლებლისათვის.  შესაბამისად, მასწავლებლები კარგად უნდა მოემზადონ დისტანციურად სწავლების მეთოდების განვითარებისა და სრულყოფისათვის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მასწავლებელმა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ეფექტურად იმუშაოს და გაითავისოს არსებული გამოწვევები. ასევე, ხელი შეუწყოს კათედრის თანმიმდევრულად და ორგანიზებულად ფუნქციონირებას.

თავმჯდომარემ  კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ განხილული საკითხისათვის.

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: ყველა

მოწინააღმდეგე: 0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

 

საკითხი N4. საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა/განხილვა

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე  ნ.მინდიაშვილი.

 

მოისმინეს: ქალბატონმა ნ.მინდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ერთ-ერთი ფუნქციაა საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის თანახმად, საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:

ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია;

გ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;

დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).

 

კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შეახსენა, რომ გარდა გრიფირებული სახელმძღვანელოებისა, აუცილებელია სასწავლო პროცესში მასწავლებლებმა გამოიყენონ სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსები.  სასწავლო პროცესი უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალის სიღრმისეულად შესწავლას. აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ სასწავლო წელს, რადგან აუცილებელია დისტანციური სწავლების დროს კიდევ უფრო უნდა საინტერესო გახდეს მოსწავლისათვის გაკვეთილის მიმდინარეობა.

საგანმანათლებლო რესურსი შეიძლება იყოს დამხმარე ლიტერატურა, ელექტრონული რესურსები, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება    ყველაფერი, რაც მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარებაში დაეხმარება.

კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მოუწოდა სხდომაზე შეერჩიათ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება, რომელიც გამოყენებული იქნება სასწავლო პროცესში, მათ შორის გაეკეთებინათ ანალიზი დამატებითი რესურსის აუცილებელობაზე, რათა დროულად მოხდეს მათი შეძენა და სასწავლო პროცესის ორგანიზებულად დაწყება.

 

რესურსების მოძიება დღეს დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიები საშუალებას იძლება მოვიძიოთ ის დამატებითი ინფორმაცია და მასალები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საგაკვეთილო პროცესში, როგორც საკლასო ოთახში, ისე დისტანციური სწავლების დროს. ეს შეიძლება იყოს სურათები, ვიდეოები, ანიმაცია და მრავალი სხვა.  სასწავლო რესურსცების მრავალფეროვნება სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობასა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.

 

ელექტრონული რესურსების გამოყენება გაკვეთილს ხდის უფრო საინტერესოს. აუდიო თუ ვიდეო მასალების გამოყენება მოსწავლეს პოზიტიურად განაწყობს, უადვილებს სწავლებას და ამასთანავე უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესს, ამდიდრებს სასწავლო პროცესს. შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, რაც ინტერაქტივის საშუალებას იძლევა. გარდა ამისად, ელექტრონული რესურსების გამოყენება უადვილებს მასწავლებელს დისტანციური სწავლების პროცესს.

 

აზრი გამოთქვა: თ.ლომიძემ მან აღნიშნა,  რომ  სასწავლო რესურსის შექმნის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

ü  განსაზღვროს რამდენად უწყობს ხელს რესურსი სწავლის უნარის განვითარებას და ინტეგრირებას, მასალის სიღრმისეულ წვდომას;

ü  დადგინოს ლოგიკური კავშირი გაკვეთილის სასწავლო მიზნებს, აქტივობებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის;

ü  რესურსი უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი (გასაგები), სანდო წყაროებიდან მოპოვებული, გარკვეულ სქემას მორგებული და თანმიმდევრული, მოქნილი და ადვილად გასაგები ინსტრუქციით აღჭურვილი.

 

კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მოუწოდა მომზადებულიყვნენ საგაკვეთილო პროცესისთვის, წინასწარ დაეგეგმათ ჩასატარებელი გაკვეთილები და აქტიურად გამოყენებით, მათ შორის შეექმნათ ან/და მოეძიებიათ სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსები.

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ განხილული საკითხისათვის.              

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: ყველა

მოწინააღმდეგე: 0

 

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

  1. 2021-2022 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი, მათ შორის შესაძენი სასწავლო რესურსების ჩამონათვალი განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად;
  2. ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საგანმანთლებლო რესურსების მნიშვნელობასა და მათი შექმნის, მოძიების და გამოყენების აუცილებლობაზე.                                                                               

 

საკითხი  N5.  სასკოლო კურიკულუმებისა და თემატური მატრიცების შემუშავება

მომხსენებელი: ნ.ბეჟანიშვილი

მოისმინეს:  ქალბატონმა ნ.ბეჟანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ მასწავლებელი ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე შეადგინოს საგნობრივი სასწავლო გეგმა (კურიკულუმი). მასწავლებელმა სასწავლო პროცესი უნდა წარმართოს საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში და მოახდინოს განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება). აქედან გამომდინარე,  თითოეული მასწავლებელმა კათედრასთან თანამშრომლობით უნდა შექმნას და განავითაროს საკუთარ კურიკულუმი, რომლის საშუალებითაც აჩვენებს იმ გზას (აქტივობები, დავალებები, სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენებული რესურსები), რომელსაც საკუთარ მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში დასახული გრძელვადიანი მიზნების (საფეხურის შედეგები, სამიზნე ცნებები) მისაღწევად;


მასწავლებლის მიერ შემუშავებული კურიკულუმის ფარგლებში გათვალისწინებული შემაჯამებელ-კომპლექსური დავალებით ეტაპობრივად დაინერგება SOLO ტაქსონომიის პრინციპებზე დაფუძნებული განმავითარებელი შეფასების სისტემა, რომლის ფარგლებშიც სკოლის თითოეული მოსწავლის მიღწევები აღიწერება სამიზნე ცნებებთან მიმართებით კომპლექსურ დავალებებზე დაყრდნობით.

 

ნ.ბეჟანიშვილმა სხდომაზე აქცენტი გააკეთა რა არის და რა ნაწილებისგან შედგება კურიკულუმი (მიზნები, შინაარსი, სწავლა-სწავლების მეთოდები და სტრატეგიები, შეფასება)? რატომ არის მნიშვნელოვანი კურიკულუმის წარმოებარა უპირატესობა აქვს სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვას და ორიენტირებას გრძელვადიან მიზნებზე და .

 

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს წარუდგინა სამინისტროს მიერ მომზადებული სანიმუშო კურიკულუმები ყველა საგნისათვის და მათ სთხოვა შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე მოდიფიცირდება გაეკეთებინათ სასკოლო კურიკულუმისათვის სკოლის ინტერესების და შესაძლებლობების შესაბამისად.  

 

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ განხილული საკითხისათვის.              

                                   

კენჭისყრის შედეგები:                        
მომხრე: ყველა

მოწინააღმდეგე: 0

   

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

კათედრის   წევრებმა  იხელმძღვანელონ   სამინისტროს მიერ მომზადებული სანიმუშო კურიკულუმები ყველა საგნისათვის და აღნიშნულზე დაყრდნობით შეიმუშაონ თითოეულ საგანში კურიკულუმები და თემატური მატრიცები.

 

საკითხი N6. მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება

 

მომხსენებელი: ნ.მინდიაშვილი

 

მოისმინეს: ქალბატონმა ნ.მინდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი. ნ.მინდიაშვილმა მასწავლებლებს შეახსენა საათების გადანაწილების პრონციპი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლა ვალდებულია, საათები გაანაწილოს მასწავლებლების სტატუსის შესაბამისად. საათები პირველ რიგში უნდა განაწილდეს წამყვან და უფროს მასწავლებლებზე, მოხდეს კონკრეტულ საგანში საათები შევსება სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით). დარჩენილი საათების გადანაწილება კი მოხდეს პრაქტიკოს და სხვა მასწავლებლებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

კათედრის წევრები გაეცნენ ამავე კათედრაში შემავალი მასწავლებლების სავარაუდო დატვირთვას და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ განხილული საკითხისათვის              

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: ყველა

მოწინააღმდეგე: 0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

პედაგოგთა საათები 2021-2022 სასწავლო წელს განაწილდეს შემდეგნაირად:  

ნელი ბეჟანიშვილი - მათემატიკა კვირაში 9 სთ (I,III კლასები)

ნონა მინდიაშვილი მათემატიკა კვირაში 10 სთ.(IV,IXკლასები)

მარინე მურაჩაშვილი  მათემატიკა კვირაში 24 სთ.(II,V,VI,VII,VIIIკლასები)

თამარ ლომიძე ისტ კვირაში 12 სთ. (I,II,III,IV,V,VI კლასები)

 

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.



სხდომის დასრულების დრო:
15:00 სთ

 

კათედრის თავმჯდომარე: ნ.მინდიაშვილი    

 მდივანი: თ.ლომიძე

 


სსიპ ტახტისძირის საჯარო სკოლის ისტის და მათემეტიკის კათედრის

სხდომის ოქმი N2

 

სოფ.ტახტისძირი                                                              29 დეკემბერი 2021 წელი

 

სხდომის დაწყების დრო: 1100 სთ

 

სხდომას ესწრებოდნენ:ნ.ბაციკაძე,მ.მურაჩაშვილი,თ.ლომიძე,ნ.მინდიაშვილი,ნ.ბეჟანიშვილი.

 

კათედრის თავმჯდომარე: ნონა მინდიაშვილი

მდივანი:  თამარ ლომიძე

კათედრის წევრები: მ.მურაჩაშვილი,თ.ლომიძე,ნ.მინდიაშვილი,ნ.ბეჟანიშვილი.

 

 

 

N

სახელი, გვარი

საგნის დასახელება

1

მ.მურაჩაშვილი

მათემატიკა

2

 

თ.ლომიძე

 

ი.ს.ტ.

3

 

 

ნ.მინდიაშვილი

მათემატიკა

4

 

 

ნ.ბეჟანიშვილი

მათემეტიკა

 

დღის წესრიგი:

  1. ეროვნული და კერძო  ოლიმპიადებისათვის მოსწავლეების მომზადების საკითხის  განხილვა;

2.     პირველი სემესტრის  შედეგების  განხილვა/ანგარიში;

3.     პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

 

 

კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:

მომხრე  - ყველა

წინააღმდეგი - 0

 

საკითხი N1. ეროვნული და კერძო  ოლიმპიადებისათვის მოსწავლეების მომზადების საკითხის  განხილვა;

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე - ნ.მინდიაშვილი

მოისმინეს:  ქალბატონმა ნ.მინდიაშვილმა დეტალურად ისაუბრა კლასების მიხედვით მოსწავლეთა შეფასებებზე, მისი თქმით 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  გამოიკვეთა კარგი  შედეგები, რაც მუთითებს მასწავლებლების მუშაობის ხარისხზე.

 

სსიპ ტახტისძირის საჯარო სკოლის პრიორიტეტია მნიშვნელოვნად გაიზარდოს სხვადასხვა პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობისა და აქტივობების ხვედრითი წილი. რამდენადაც, პირველ სემესტრში განხორციელებულ პროექტებსა და ონლაინ ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც.  მოსწავლეების ოლიმპიადებსა და პროექტებში მონაწილეობა ზრდის მათ მოტივაციას, წარმატებით დაძლიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწირებული სავალდებულო და არჩევითი საგნები.  

გარდა ამისა,  ნელი ბეჟანიშვილმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთათვის საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია აქტივობების მინიმალური რაოდენობის შესრულება თითოეული საგნისათვის. მათ შორის, პრეზენტაციების, პროექტების, ინტეგრირებული გაკვეთილებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.

მიუხედავად შექმნილი პანდემიური სიტუაციისა,სკოლაში მოხერხდა მოსწავლეთა დისტანციური ჩართვა ინტელექტუალურ შეჯიბრში ,,ეტალონში’’.სადაც 5 მოსწავლიდან 4-მა მოსწავლემ გადალახა პირველი ტური და გადავიდა შემდეგ ეტაპზე.დანარჩენი 4 მოსწავლიდან მეორე ტურში IX კლასის მოსწავლე მაკა ქოქოშვილმა საუკეთესო შედეგი აიღო 85 ქულა და ის გახდა ქარელის რაიონის მასშტაბით  ეტალონი მოსწავლე.ფინალურ ტურში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა,რაც სკოლის პედაგოგების დიდი დამსახურება და წარმატება იყო.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ისტის და მათემატიკის მასწავლებლებმა - თ.ლომიძემ და ნ.მინდიაშვილმა , აღნიშნეს სხვადასხვა აქტივობაში და ოლიმპიადაში მონაწილეობის,  მოსწავლეთა მონდომება და დაინტერესება.

 

კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

 

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე  - ყველა 

წინააღმდეგი - 0

 

საკითხი N2. პირველი სემესტრის  შედეგების  განხილვა/ანგარიში

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე - ნ.მინდიაშვილი

მოისმინეს:  ქალბატონმა ნ.მინდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მოსწავლეთა პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ. დეტალურად ისაუბრა კლასების მიხედვით მოსწავლეთა შეფასებებზე, მისი თქმით 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  გამოიკვეთა კარგი  შედეგები, რაც მიუთითებს მასწავლებლების მუშაობის ხარისხზე.

 

სსიპ ტახტისძირის საჯარო სკოლის პრიორიტეტია მნიშვნელოვნად გაიზარდოს სხვადასხვა პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობისა და აქტივობების ხვედრითი წილი. რამდენადაც, პირველ სემესტრში განხორციელებულ პროექტებსა და ონლაინ ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც.  სასურველი იქნება II სემესტრიდან დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, პროექტები, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან სსიპ ტახტისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მისი თქმით, მოსწავლეების ოლიმპიადებსა და პროექტებში მონაწილეობა ზრდის მათ მოტივაციას, წარმატებით დაძლიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწირებული სავალდებულო და არჩევითი საგნები.  

გარდა ამისა,  ნელი ბეჟანიშვილმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთათვის საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია აქტივობების მინიმალური რაოდენობის შესრულება თითოეული საგნისათვის. მათ შორის, პრეზენტაციების, პროექტების, ინტეგრირებული გაკვეთილებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.

 

2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი აქტიური  იყო შიდა სასკოლო პროექტების განხორციელების თვალსაზრისითაც. დაწყებით კლასებში 1-6 სხვადასხვა საგნებში ჩატარდა პრეზენტაციები,  რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა თემები და კომპიუტრეტული პროგრამები. შედეგად მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს აუდიტორიასთან ურთიერთობის, მოცულობითი თემის დამუშვებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარები.  მოსწავლეებმა ასევე აქტიურად იმუშავეს კომპლექსურ დავალებებზე,მათთვის ახალი გამოწვევა იყო ამ ტიპის დავალებებთან მუშაობა და საკმაოდ კარგი შედეგები მივიღეთ.

 

სემესტრის დასრულებასა და ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით საკლასო ოთახებში ვერ განხორციელდა დაგეგმილი ღონისძიებები არსებული კოვიდ სიტუაციის გამო,თუმცა ყველა საკლასო ოთახში დამრიგებლებმა შექმნეს საახალწლო განწყობა,მოსწავლეებთან ერთად მორთეს კლასები და გამართეს შიდა საკლასო ღონისძიება ,დამსწრე პირების  გარეშე.

 

2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში VI-IX კლასებში მათემატიკაში ჩატარდა ტესტირება/დიაგნოსტიკური წერა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დონის შემოწმება. სწავლაში არსებული ხარვეზების და ძლიერი მხარეების გამოვლენა. ასევე ისტ-ში ჩატარდა 2 შემაჯამებელი წერა VI  კლასში.

 

ტესტირების შედეგების ანალიზის საშუალებით, სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ჰქონდა დაკვირვება განეხორციელებინა ზოგად ტენდენციებზე სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. მიეღო მხედველობაში არსებული შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დაესახა სხვადასხვა გზები/აქტივობები. კათედრამ იმსჯელა, თუ რა ქმედითი ნაბიჯები იყო საჭირო უკეთესი შედეგის მისაღებად და დაგეგმა ამ კლასში განსახორიელებელი ღონისძიებები.

 

ტესტირების ჩატარების შედეგად აღმოჩნდა, რომ VI-VII-IX კლასის მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი; იციან მაგალითებისა და ამოცანების ამოხსნის რამოდენიმე ხერხი; კარგად ფლობენ ამ საგანში გამოსაყენებელ ფორმულებს და სხვა დანაწესებს; ასევე, არიან კომუნიკაბელურები და შეუძლიათ პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა, თუმცა კრიტიკულ პირობებში (ტესტი, დიაგნოსტიკური წერა და სხვა) უჭირთ ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომჟღავნება და არსებული პრობლემების გააზრება.

 

ტესტირების ანალიზის შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეებიც, რომელზეც მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას და გაითვალისწინებენ სამუშაო პროცესში.

 

ტესტირების შედეგად ასევე გამოიკვეთა ის, რომ მოსწავლეები ძირითადად კარგად ართმევენ თავს მათემატიკის მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა, მათ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს დასმული ამოცანის ამოხსნისთვის სწორი გზის პოვნა.

 

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ისტის და მათემატიკის მასწავლებლებმა - ნ.ბეჟანიშვილმა და მ.მურაჩაშვილმა , აღნიშნეს სხვადასხვა აქტივაბაში მონაწილეობის,  მოსწავლეთა მონდომება და დაინტერესება. დადებითად შეაფასეს მთლიანად პირველ სემესტრში კათედრის მიერ გაწეული მუშაობა.

 

კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

 

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე  - ყველა 

წინააღმდეგი - 0

 

დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული პირველი სემესტრის შედეგებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.

 

 

საკითხი N3. პირველი  სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე - თ.ლომიძე

მოისმინეს:  ქალბატონმა  ნ.მინდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინსიტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მასწავლებელმა უნდა შეადგინოს და კათედრას წარუდგინოს  მის მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს:შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა.  ისტის და მათემატიკის  კათედრაზე გაერთიანებულ თითოეულ საგანში, კლასების მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებები. თითოეულმა მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე წარმოადგინა მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

 

განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ  VIII კლასის მოსწავლეებისგან განსხვავებით V-VI-VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებს უკეთ შეუძლიათ  კავშირებისა და მიმართებების სწორად და ზუსტად დადგენა. ასევე, ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკული გამოყენება. საგნობრივ თემატიკაზე კითხვების ადეკვატურად დასმა და ასეთივე კითხვებზე პასუხის გაცემა ნასწავლი მასალის შესაბამისად.

 

მსჯელობის შედეგად ასევე გამოიკვეთა ის, რომ მასწავლებლები ძირითადად კარგად ართმევენ თავს შემაჯამებელი დავალებების შედგენასა და მათ ჩატარებას. თუმცა, მათ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი სტანდარტის შედეგებისა და ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა; მისი შესაბამისი დავალებების შედგენა, შეფასებისა და შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის სქემების შემუშავება.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 32-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სკოლაში იშვიათად, მაგრამ მაინც, ადგილი აქვს შემაჯამებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებას (ტესტური დავალებები), რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებია და დაბალ დონეზე ამოწმებს მოსწავლის უნარს. გამოვლინდა, რომ მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებ, უფრო დაბალ შედეგს მიაღწიეს ვიდრე, იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს  შემაჯამებელი დავალების მრავალფეროვანი ფორმები (პრეზენტაცია, რეფერატი და ა.შ)

 

საგულისხმოა, რომ მოსწავლემ ზოგჯერ არ იცის  შემაჯამებელი დავალების კონკრეტული ფორმატი, შეფასების კრიტერიუმები, შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარების დრო (ზოგჯერ მოსწავლე მთელი კვირის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმშია). აღნიშნული გარემოება პრობლემაას წარმოადგენს, რამდენადაც შემაჯამებელი სამუშაოს მთავარი მიზანია  დიაგნოსტიკური და სწავლების ფუნქცია - დაადგინოს თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარე, მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები. თუ შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება უკუკავშირის გაკეთება, მოსწავლე ინტერესს კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების მიმართ. შესაბამისად, მოსწავლე მომავალში ვეღარ იყენებს მიღებულ ცოდნას ეფექტურად.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველი იქნება მასწავლებლებმა თითოეული მოსწავლის ნაშრომები შეაგროვონ საქაღალდეში, გააკეთონ კომენტარები და შენიშვნები მოსწავლეთა შეფასებებზე, ასახონ როგორც თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, იმსჯელონ  მთელი კლასის მიღწევებსა და საჭიროებებზე.

 

ასევე, მოსწავლეებისა და თავად მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის მიზანშეწონილი იქნება,  მასწავლებლებმა გამოიყენონ შეფასებების რაოდენობრივი ანალიზი. დააკვირდნენ ნიშნებს სემესტრების მიხედვით, შეადარონ თითოეული მოსწავლის მიღწევები კლასის ან შესაძლებელია, სკოლის საშუალო შედეგებს.

 

აღნიშნული ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. მიიღოს მხედველობაში არსებული შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დასახოს სხვადასხვა გზები/აქტივობები.

 

აღნიშნულ საკითხზე  აზრი გამოთქვეს: მათემატიკის მასწავლებელმა მ.მურაჩაშვილმა აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი ეხმარება მასწავლებელს გაანალიზოს თითოეულ კლასში ჩატარებული სამუშაოები. რა ქმედითი ნაბიჯებია საჭირო უკეთესი შედეგის მისაღებად, დაგეგმოს ამ კლასში განსახორიელებელი ღონისძიებები და ა.შ 2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი დავალებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეები, რომელზეც მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას და გაითვალისწინებენ შემდგომში სამუშაო პროცესის დაგეგმვისას.

 

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე  - ყველა

წინააღმდეგი - 0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

 

ცნობად იქნას მიღებული მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.

 

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.

 

სხდომის დასრულების დრო 1200 სთ

 

 

კათედრის თავმჯდომარე:                                                   /ნ.მინდიაშვილი/

მდივანი:                                                                              /თ.ლომიძე/

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

პედაგოგი:თამარ ლომიძე