გაჯეტები

ბლოგზე ნახავთ საინტერესო მასალებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ
Blogger Widgets Blogspot TutorialBlogger Widgets
Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

სასწავლო მეთოდები და გეგმები

სწავლებისა და სწავლის მეთოდები

სწავლებისა და სწავლის მეთოდები
საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. სწავლების პროცესში ხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას. მაგ., გაკვეთილზე მასალის ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგენა, რომელსაც თან ახლავს ვერბალური განმარტება; იმართება დისკუსია, მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად მიეცემა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის სახით, ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვა. ამრიგად, სწავლება‐სწავლის პროცესში მეთოდები ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე  სწავლების და სწავლის პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მეთოდები:
ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი, იგულისხმება ლექციისა და სემინარის ზეპირი გადაცემა ან  Power Point –ით პრეზენტაცია;
წიგნზე მუშაობის მეთოდი – დამოუკიდებლად მიცემული საკითხავი მასალის გაცნობა, დამუშავება და ანალიზი;
წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც მოიცავს ტესტურ მუშაობას, ქვიზების, სავარჯიშოებისა და ამოცანების ამოხსნას, ძირითადი და დამატებითი  სასწავლო ლიტერატურიდან კონსპექტების, თეზისების, ესეებისა და რეფერატების მომზადებას;
ჯგუფში დისკუსია/დებატები, რაც ითვალისწინებს მოსწავლეთა კამათში გამოწვევას, ინტერაქტიული ლექციის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირებას;
გუნდური მუშაობა, რაც ითვალისწინებს აკადემიურ ჯგუფებში   5-6 კაციანი გუნდების ჩამოყალიბებას, გუნდებში ლიდერული უნარების მქონე პიროვნებათა გამოვლინებას, გუნდების მიერ სემინარებისა და დროში გაწერილი სასწავლო-შემოქმედებითი პროექტების ერთობლივ პრეზენტირებას, გუნდებს შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას;
გონებრივი იერიში გულისხმობს მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობების რეალიზაციის სტიმულირებას, რომლის დროსაც ერთი საკითხის ირგვლივ ხდება მოსწავლეთა სხვადასხვა იდეების გენერირება და მათი კლასიფიკაცია  პრიორიტეტულობის მიხედვით
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება – ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს კონკრეტულ პრობლემას;
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – პედაგოგისა და მოსწავლის აქტიურ ჩართულობა სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია;
როლური და სიტუაციური თამაშები – თამაშის ტიპის მეთოდი, რომლებიც მოიცავენ საქმიან (როლურ) თამაშებს, სასწავლო თამაშებს, სათამაშო სიტუაციებს (სიტუაციურ თამაშებს), სათამაშო ხერხებსა და პროცედურებს.
ახსნა-განმარტებითი მეთოდი – მსჯელობა მოცემული საკითხის ირგვლივ, პედაგოგს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვა ხდება მოცემული თემის ფარგლებში.


ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში


Комментариев нет:

Отправить комментарий

პედაგოგი:თამარ ლომიძე